კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ბოლო განახლება: 2026 წლის 15 ნოემბერი
1. ვინ ვართ
„ეკო ბოქსი“ აგროვებს შეფუთვის ნარჩენს (კარდონს და ცელოფანს) ბიზნესებისგან. ეს პოლიტიკა აღწერს, როგორ ვამუშავებთ იმ ინფორმაციას, რომელსაც საიტზე, გატანის მოთხოვნის ფორმაში გვიტოვებთ.
2. რა მონაცემებს ვაგროვებთ
- სახელი და ბიზნესის დასახელება;
- ტელეფონის ნომერი;
- ობიექტის მისამართი;
- ინფორმაცია მასალის, რაოდენობისა და ეკო ბოქსის შესახებ;
- დამატებითი შეტყობინება, თუ მას თავად მიუთითებთ.
საიტი არ იყენებს სარეკლამო ქუქი-ფაილებს და არ აგროვებს მონაცემებს თქვენი თანხმობის გარეშე.
3. რისთვის ვიყენებთ
- თქვენთან დასაკავშირებლად და გატანის ან ეკო ბოქსის განთავსების შესათანხმებლად;
- მომსახურების შესასრულებლად (ჩამოსვლა მისამართზე, აწონვა, გაცლის გრაფიკი).
მონაცემებს არ ვყიდით და არ ვიყენებთ სხვა მიზნით, მაგალითად სარეკლამო დაგზავნისთვის.
4. ვის ვუზიარებთ
მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ „ეკო ბოქსის“ თანამშრომლებს, რომლებსაც ის სამუშაოდ სჭირდებათ. მონაცემები ინახება დაცულ სერვერზე (ჰოსტინგისა და მონაცემთა ბაზის მომსახურების მიმწოდებლებთან), რომლებიც მათ მხოლოდ ჩვენი დავალებით ინახავენ. მესამე პირებს მონაცემებს გადავცემთ მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
5. რამდენ ხანს ვინახავთ
მოთხოვნის მონაცემებს ვინახავთ იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა მომსახურების გასაწევად და თანამშრომლობის განმავლობაში. თუ თანამშრომლობა არ შედგა, მოთხოვნას ვშლით არაუგვიანეს 12 თვისა.
6. თქვენი უფლებები
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გაქვთ უფლება:
- გაიგოთ, რა მონაცემები გვაქვს თქვენ შესახებ;
- მოითხოვოთ მათი გასწორება ან წაშლა;
- ნებისმიერ დროს გამოიხმოთ თანხმობა მონაცემების დამუშავებაზე.
მოთხოვნისთვის დაგვიკავშირდით: +995 574 25 20 22. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი უფლებები დაირღვა, შეგიძლიათ მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.
7. ცვლილებები
ამ პოლიტიკის განახლებისას ცვლილებები ამ გვერდზე გამოქვეყნდება, განახლების თარიღის მითითებით.